საქართველოს პარლამენტში, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი
გოგი მეშველიანი დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. დეპუტატი მოუწოდებს საზოგადოებას თავი შეიკავონ ვითარების სხვადასხვა მიზნებისთვის გამოყენებისგან.
„სამწუხარო ინციდენტი მოხდა გუშინ საღამოს დმანისში.
კიდევ უფრო სამწუხაროა ის გამოხმაურებები, რომელიც სოციალურ ქსელებში მოჰყვა აღნიშნულ ფაქტს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ადგილზე ვითარებას სრულად აკონტროლებს პოლიცია, რომელიც ახორციელებს კანონით დადგენილ ღონისძიებებს და იმედი მაქვს, ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, უმოკლეს ვადებში იქნება იდენტიფიცირებული და კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.
ამასთან ერთად, ყველას მინდა მოვუწოდო, თავი შეიკავოს შექმნილი ვითარების პოლიტიკური, თუ სხვა მიზნებისთვის გამოყენებისაგან“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.