მთავრობის აპარატი კონკრეტულ მედიასაშუალებებს სიცრუის ტირაჟირებაში
ადანაშაულებს - ამის შესახებ მთავრობის სტრატკომის განცხადებაშია ნათქვამი, რომალსაც უცვლელად გთავაზობთ:
"კონკრეტული მედიასაშუალებები აგრძელებენ ცრუ და დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს. ამჯერად აღნიშნული ტელეკომპანიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და ფეიკნიუსს ირაკლი ღარიბაშვილის ბიზნნესინტერესებზე კონკრეტულ კომპანიებში, ასევე კავშირებზე ირანული ნავთობის კონტრაბანდასთან და მის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესებაზე.
ეს არის აბსურდული და სრულიად უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც დაფუძნებულია გაუგებარ ვარაუდებზე და ვერსიებზე.
გუშინ ეთერში გასული სიუჟეტები, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრის ინიციატივის - პროგრამა "განახლებული რეგიონების" შესახებ გავრცელებული ფეიკნიუსი, წარმოადგენს დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილს, რომელსაც აღნიშნული მედიასაშუალებები ჯერ კიდევ თავდაცვის მინისტრობის პერიოდიდან ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახორციელებს, რაც პრემიერ-მინისტრის დისკრედიტაციის მორიგ წარუმატებელ მცდელობებს წარმოადგენს" - ნათქვამია განცხადებაში.