კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი სამეგრელოს მოსახლეობას 90-იან წლებში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას პირდება.
ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში კოალიციის აქციაზე განაცხადა.
ივანიშვილის თქმით, 90-იან წლებში სამგრელოში ბევრი დანაშაული მოხდა, ადგილობრივებს ბევრი უბედურება დაატყდათ თავს.
„უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ სამეგრელოში. ჩვენ ამ ამბებს აუცილებლად გამოვიძიებთ და სამართლიანობას აღვადგენთ“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, სამეგრელოს ახალი იარა 2008 წლის ომის შედეგად გაუჩნდა, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხალხი მტერს შეატოვა და გაიქცა.
გარდა ამისა, მისი თქმით, დევნილებისთვის ფულადი დახმარების გამოყოფამ პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო, ვინაიდან მათ დახმარებას სწორედ პოლიტიკური ნიშნით აძლევენ.

















