სალომე სამადაშვილი პარლამენტში დავით ზალკალიანის დაბარებას აპირებს
22:46 13.05.2021
„მრავალი წელიწადია „ქართული ოცნება" აცხადებს რომ ქვეყნის დეკლარირებული კურსი არის
ევროკავშირი და ნატო. მე ის ვიცი, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭებაზე ნატომ დაიწყო მსჯელობა - საქართველოზე არავინ საუბრობს. ამიტომ არ ვაპირებთ, თქვენს უშინაარსო დეკლარაციაზე მიერთებას. ჩვენ ვაპირებთ დავიბაროთ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი და მოვისმინოთ მისგან რა კეთდება იმისთვის, რომ ეს ქვეყანა რეალურად გაწევრიანდეს ნატოშიც და ევროკავშირშიც", - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ოპოზიციას „საგარეო პოლიტიკის შესახებ" პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან შემოერთებისკენ მოუწოდა.