საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ
მიმართულ ძალადობას და სარაკეტო შეტევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ აქვს.
„ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დე-ესკალაციას ალტერნატივა არ გააჩნია მშვიდობიან მოსახლეობაში დამატებითი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად,"- აღნიშნულია პრემიერის „ტვიტში".