logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ნიკოლოზ რაჭველი - ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე, პროტესტის გამოხატვის მაგივრად, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი
ნიკოლოზ რაჭველი - ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე, პროტესტის გამოხატვის მაგივრად, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი
17:57 22.09.2012
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკა მემანიშვილი/ნიკოლოზ რაჭველი, ბოლო დღეებში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშრებით საკუთარ პოზიციას გამოხატავს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

მიმართვა მემანიშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა - „ერთმა ჩემმა მეგობარმა, რომელსაც შესაძლოა აზრს წელიწადში ორჯერ ვეკითხები, მაგრამ ყოველთვის ვუჯერებ და ვითვალისწინებ, მითხრა, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომლისთვისაც სულ ერთი არაა ჩემი მუსიკალური შემოქმედება, ელოდება ჩემს მოქალაქეობრივ, პოლიტიკურ ან უბრალოდ ადამიანურ გამოხმაურებას ყოველივე იმის მიმართ, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება!

მე კი მგონია, რომ ჩემდა სამარცხვინოდ დავაგვიანე... იმის მაგივრად რომ მყისვე ქუჩაში დავმდგარიყავი და ჩემი შინაგანი პროტესტი გამომეხატა, ყოველ საღამოს სპექტაკლებს ვდირიჟორობდი იმ ხალხისთვის, რომელთაც სირცხვილის დერეფნების გავლა უწევდათ ჩვენს მოსასმენად... როგორც ჩანს, თანაბარი ვალდებულება აღმომაჩნდა საზოგადოების ორივე ნაწილის მიმართ, ვინც აპროტესტებს და აქციაზე დგას და ვინც აპროტესტებს, მაგრამ მაინც მოდის დარბაზში...
და ყოველივე ამის პარალელურად მე ძალიან განვიცდი, თუ თითოეული ასეთი საღამო უფრო და უფრო მაშორებს ჩემს ხალხს, რომლისთვისაც ვცოცხლობ, ვსუნთქავ, ვწერ, ვაორკესტრებ და ვასრულებ... მეც ისევე როგორც თქვენ, აღშფოთებული და შეძრული ვარ მომხდარით, მეც ისევე როგორც თქვენ, მინდა, რომ ეს აღარასოდეს მოხდეს ჩემს ქვეყანაში და მეც ისევე როგორც თქვენ მინდა, რომ ყველა დაისაჯოს, ვინც ასეთ შეურაცხყოფას აყენებდა თავის ქვეყანას! ეს ერის მოღალატეობაა! ქვეყნის ღალატი ყველაზე დიდი დანაშაულია ოდითგან, თუმცა ყველა დროში მოიძებნენ მსგავსნი და როგორც ჩანს ესეც ჩვენი ხვედრია სამწუხაროდ... ეს არ არის ჩემი პოლიტიკური განცხადება, მე არც ერთი პარტიის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ არ მინდა გამოვიყენო ჩემი სიტყვა, ვინაიდან მგონია, რომ ყველგან მოინახებიან კარგნი და ცუდნი, ჭკვიანნი და უგუნურნი, მაღალნი და მდაბალნი, მთავარია როცა ვინმე აშავებს, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს ის, ჩვენ არ მივცეთ გასაქანი... და მგონია რომ ახლა სწორედ ეს მოხდა... და თუ კი მე ვინმეს გულს გტკენთ ჩემი შემოქმედებითი პროცესის შეუწყვეტლობით გულწრფელად გთხოვთ მომიტევოთ, მე ძალიან ძალიან მიყვარხართ...“ - აღნიშნავს მემანიშვილი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა