საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ საპატიმროს დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"მივესალმები ნიკა მელიას საპატიმროში უკანონოდ ყოფნისგან განთავისუფლებას.
აღფრთოვანებული ვარ მისი პრინციპულობით და შეუვალობით. მიმაჩნია, რომ მისი გათავისუფლებით იწყება ქართველი ხალხის ბრძოლის მნიშვნელოვანი ახალი ეტაპი" - წერს სააკაშვილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომ,არემ, ნიკა მელიამ საპატიმრო დაწესებულება დღეს დატოვა.