logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვას შეხვდა
22:38 05.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვამ უმასპინძლა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის საუკუნოვან, მეგობრულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

ასევე აღინიშნა, პარლამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში, როგორც ორმხრივ, ისე - მრავალმხრივ ფორმატებში. აქვე ხაზი გაესვა საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფის არსებობის მნიშვნელობას ორივე ქვეყნის პარლამენტში.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენი ქვეყნები - აზერბაიჯანი და საქართველო - მეზობლები არიან. მინდა ვთქვა, რომ არა მარტო მეზობლები ვართ, არამედ მეგობრებიც. ჩვენს ერებს შორის მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. მინდა ასევე ვახსენო, რომ მრავალი მსგავსება არსებობს ჩვენს ეროვნულ ტრადიციებში. ალბათ სწორედ ამიტომ ცხოვრობს ბევრი ქართველი აზერბაიჯანში. ისინი ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. ახლა ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში. ისინი თქვენი ქვეყნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ ეს ორი თემი ხიდის როლს ასრულებს ჩვენს ერებს - ჩვენს ქვეყნებს - შორის. აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები არიან. ასზე მეტ მთავრობათაშორის დოკუმენტს მოწერა ხელი და, რამდენადაც ვიცი, 15 დოკუმენტი ამჟამად განიხილება. რა თქმა უნდა, ამ დოკუმენტებმა ჩვენი ურთიერთობის იურიდიული ჩარჩო შექმნა სხვადასხვა სფეროში. მრავალი სახის თანამშრომლობა გვაქვს, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური თანამშრომლობაა. გასულ წელს - პანდემიის დროს, 2020 წელს - ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. ეს მაჩვენებლები ჩვენი თანამშრომლობის დიდ მასშტაბებზე მეტყველებს. დღეს აზერბაიჯანი ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორად გვევლინება საქართველოს ეკონომიკაში, ხოლო საქართველო აქტიურად მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მიერ განხორციელებულ საერთაშორისო პროექტებში. უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ევროპის ენერგეტიკულ და სატრანსპორტო უსაფრთხოებაში. მხედველობაში მაქვს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები. ბატონო პრემიერ-მინისტრო, კარგად არის ცნობილი, რომ პარლამენტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებაში. მეამაყება, რომ ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საქართველოსა და აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. მინდა ვთქვა, რომ ეს თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებობს. ჩვენს პარლამენტში შექმნილია საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის ჯგუფი და აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი საქართველოს პარლამენტშიც არსებობს. ტრადიციულად, ამ ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის ურთიერთობა ყოველთვის ძლიერი იყო და, ვფიქრობ, დღესაც ძლიერია. მიმაჩნია, რომ ეს სამუდამოდ ასე იქნება. ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეროვნული დელეგაციები წარმატებით თანამშრომლობენ მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ფარგლებში, როგორიცაა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატო, ევრონესტი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE), პარლამენტთაშორისი კავშირი (IPU) და ბევრი სხვა", - განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.

შეხვედრაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობებისა და პროექტების მნიშვნელობაზე.

„ქალბატონო სპიკერო, პატივცემულო მეგობრებო, დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან შეხვედრა. ბევრჯერ ვყოფილვარ ბაქოში. თქვენ შესანიშნავად აღნიშნეთ, რომ არა მხოლოდ მეზობლები ვართ, არამედ მეგობრები. ჩვენ ერებს - ჩვენ ქვეყნებს შორის - შესანიშნავი ურთიერთობა არსებობს. ადრეც ბრწყინვალე ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ ალიევთან, ჩემს კოლეგებთან - აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან. ახლაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ალიევთან. ძალიან ნაყოფიერი დისკუსიები გვქონდა ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობისა და ასევე სტრატეგიული პროექტების შესახებ, რომლებსაც ეს ორი ერი ერთად ავითარებდა წინა საუკუნის 90-იან წლებში და ამ საუკუნეშიც. ჩვენ მიზანსწრაფულნი და მოტივირებულნი უნდა ვიყოთ, რათა მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივი ძალებით. ეს ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას რეგიონში, რასაც კონფლიქტების მშვიდობიანი გადაჭრა და მშვიდობიანი მოლაპარაკებები სჭირდება. საქართველო თქვენი მეგობარია და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ჩვენი მიღებისთვის - ჩემი დელეგაციის მიღებისთვის. კორონავირუსის გამო, ვიზიტებს არ ჰქონდა ხშირი ხასიათი, მაგრამ უნდა შევეცადოთ და მეტი ვიზიტი განვახორციელოთ მომდევნო თვეებში. მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს პარლამენტის სახელით მოგიწვიოთ ჩვენთან. კახა კუჭავა გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. სწორედ ის არის აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტში. ამდენად, შესანიშნავი საფუძველი გვაქვს ისედაც ნაყოფიერი და შესანიშნავი ურთიერთობების განსავითარებლად ორ საპარლამენტო ჯგუფს შორის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და მოუთმენლად ველი თქვენ ჩამოსვლას თბილისში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა