logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება
ირაკლი ღარიბაშვილი: განვიხილეთ დავით-გარეჯის საკითხი, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება
22:10 05.05.2021
ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, მათ შორის უსაფრთხოების საკითხები.

„მინდა პირველ რიგში ვთქვა, რომ მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები, მთ შორის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია და ჩვენ ვართ მოტივირებული, რომ კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ ერთობლივად. ასევე, ჩვენ განვიხილეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებიც, შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩვენ ასევე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც, ბუნებრივია შევეხეთ ამ საკითხს, შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით გახდება ცნობილი უფრო კონკრეტულად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, შეხვედრები გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერთან და პრემიერ-მინისტრთან, სადაც განხილული იყო ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს მუშაობა ინვესტიციების მიმართულებით.

„ასევე მინდა გითხრათ, რომ მქონდა შეხვედრა პარლამენტის სპიკერთან, ასევე სულ ახლახან პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ განვიხილეთ მათ შრის ეკონომიკური საკითხები, თუ როგორ უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ინვესტიციების მიმართულებით. მითუმეტეს, პანდემიის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ძალიან დააზარალა ჩვენი ეკონომიკები. მთელს მსოფლიოში ასე მოხდა. შევეხეთ ტურიზმის საკითხს. 2019 წელს მილიონ ნახევარი ადამიანი ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან და ეს იყო რეკორდული ციფრი. ძალიან კარგი ტონალობით ვასრულებთ დღევანდელ ვიზიტს. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ალიევს და მის მთავრობას, ყველას, ასეთი გულთბილი დახვედრისთვის. მე პრეზიდენტი მოვიწვიე საქართვლოში. მოგეხსენებათ, რომ მრავალი წელია პრეზიდენტი არ ყოფილა თბილისში, ისე განვითარდა ბოლო წლებში მოვლენები. მე მივიღე მისგან დაპირება, რომ იგი გვესტუმრება თბილისში და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე თანამშრომლობას და კიდევ უფრო მეტ საქმეს გავაკეთებთ ერთობლივად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა