logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პრემიერმა და აშშ-ის ელჩმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები განიხილეს
პრემიერმა და აშშ-ის ელჩმა სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები განიხილეს
19:52 04.05.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.

საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებს, სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, ასევე კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში შექმნილ გამოწვევებსა და ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა ბათუმის ნავსადგურში ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის ხომალდის - "USCGC HAMILTON" (WMSL 753) შემოსვლას და აღნიშნა, რომ ხომალდის ვიზიტი ხაზს უსვამს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის შავი ზღვის მნიშვნელობას და ხელს უწყობს, როგორც უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა ვაქცინაციის სწრაფად წარმართვისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის პროცესში.

„დღეს მომეცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან განმეხილა ჩვენს დღის წესრიგში არსებული მრავალი საკითხი. ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ ქვეყნის მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს ზოგადად ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე. ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების დღის წესრიგი და მასში შემავალი მრავალი საკითხი, რომლებზეც უკვე ვმუშაობთ. სანაპირო დაცვის ხომალდ „ჰამილტონს" ველით და ამიტომ ხვალ ბათუმში მივემგზავრები. გემბანზე ავალ და ხომალდს დავათვალიერებ. ყოველთვის გვახარებს ამერიკული საზღვაო ძალების გემების ჩამოსვლა საქართველოში. ამჯერად, მოუთმენლად ველი „ჰამილტონის" შემოსვლას ქვეყნის აკვატორიაში. ქართველ მესაზღვრეებს ძალიან კარგი სწავლება და წვრთნები ჩაუტარდათ. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ამ კადრების შესაძლებლობებმა და პროფესიონალიზმმა. სიხარულით ვაგრძელებთ საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში მთელ რიგ საკითხებზე", - განაცხადა კელი დეგნანმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრას აშშ-ის ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი დაესწრო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა