პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა კენჭისყრით, 86 ხმით, მხარი დაუჭირეს არჩილ
თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევას.
არჩილ თალაკვაძე რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ" ქვეპუნქტისა და მეორე პუნქტის შესაბამისად უმრავლესობის კვოტით იყო წარდგენილი.