logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
შალვა პაპუაშვილი: დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა - ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში
შალვა პაპუაშვილი: დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა - ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში
15:48 29.04.2021

დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა დაგვმოძღვრა - ვურჩევ,

კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტის ტრიბუნიდან „ლელოს“ წევრის ანა ნაცვლიშვილის გამოსვლას, სადაც მან ისურვა, რომ დღეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა დეპუტატს კოლეგები მიუთითებენ, რომელ სხდომას დაესწრონ და რომელს არა.

 

პაპუაშვილის თქმით, ნაცვლიშვილს რომ საკუთარი ვალდებულებები სცოდნოდა, გუშინდელ კომიტეტის სხდომას დაესწრებოდა, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე იმსჯელეს და საკუთარ არგუმენტებს იქ წარმოადგენდა.

„დღეს ქალბატონმა ანა ნაცვლიშვილმა ტრიბუნიდან დაგვმოძღვრა, რომ არ შეიძლება დეპუტატებს მოვუწოდებდეთ, რომ ისინი უნდა ისხდნენ სხდომათა დარბაზში და ისურვა, რომ ეს ყოფილიყო ბოლო ასეთი შენიშვნა ჩვენი მხრიდან. ამის საფუძვლად მოიყვანა კონსტიტუცია, რომელიც მას ხელშიც ეჭირა, მაგრამ სამწუხაროდ, არ იცნობს ალბათ მეორე წიგნს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტის წევრისთვის, ეს არის პარლამენტის რეგლამენტი, რომელიც ზუსტადაც ადგენს, რომ პარლამენტის წევრი უნდა იჯდეს დარბაზში, თუ არ ზის, სანქციებსაც კი ადგენს. ასე რომ, ქალბატონ ანას ვურჩევ, კონსტიტუციასთან ერთად გაეცნოს მისი, როგორც პარლამენტის წევრის ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია რეგლამენტში და აქ არის სწორედ გაწერილი, რომ მან უნდა იაროს კომიტეტის სხდომებზეც, გაცდენა თუ არასაპატიოა, ამაზეც სანქციებია, ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა მას რომ სცდონოდა, გუშინ იქნებოდა კომიტეტის სხდომაზე და იმ პრეტენზიებს, რომელიც დღეს წამოეყენა, შეძლებდა გაეჟღერებინა უპირველეს ყოვლისა კომიტეტის სხდომაზე და იქ შეძლებდა საკუთარი სამართლებრივი არგუმენტების მოყვანას,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს როგორც პარლამენტში დღეს მოსული დეპუტატები განმარტავდნენ, ვიდრე ნიკა მელია ციხეში რჩება, ისინი საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ ნაწილობრივ ჩაერთვებიან. დღეს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდნენ დეპუტატი სალომე სამადაშვილი, „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე. თუმცა, პარლამენტის პლენარულ სხდომას, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს განიხილავდნენ, მათგან მხოლოდ ანა ნაცვლიშვილი და თეონა აქუბარდია ესწრებოდა. ანა ნაცვლიშვილმა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების სახელით სხდომაზე განცხადება გააკეთა კანონპროექტთან დაკავშირებით და მისი შეჩერება მოითხოვა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა