საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა და გაეროს მუდმივმა
კოორდინატორმა საბინე მახლმა გახსნეს ღონისძიება, რომელზეც გაეროს გუნდმა საქართველოში, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ონლაინ-ფორმატში წარუდგინა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ გაეროს უწყვეტ მხარდაჭერას, რომელიც უკვე რამდენიმე ათეულ წელს ითვლის.
ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაეროს სააგენტოების მიერ 2020 წლის განმავლობაში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გაწეულ ძალისხმევაზე. ასევე, აღინიშნა დემოკრატიული მმართველობის, სოციალური დაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და საზოგადოებრივი მდგრადობის მიმართულებით ქვეყანაში მიღწეული პროგრესი.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ღონისძიებაში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.