logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო
ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ ერთად უნდა შევძლოთ, ქვეყანა გავხადოთ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო
16:29 27.04.2021
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა და ყველამ ვაღიაროთ ამ ხელოვნური კრიზისის გამო, ამ დღემ 6 თვე დააგვიანა. 6 თვე დააგვიანა იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მონაწილეობა მიეღოთ იმ მთავარი პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან, რომელიც დაკავშირებულია იმ ეკონომიკურ კრიზისთან, რომელიც პანდემიას თან სდევს და მსოფლიოში მძვინვარებს და, რა თქმა უნდა, ზოგადად, ყველა იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს გამოწვევას", - ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ნაწილის გადაწყვეტილებას საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი.

მისი თქმით, აღნიშნულის მიუხედავად, პოზიციამ და ოპოზიციამ ნამდვილად ერთად უნდა გააგრძელოს მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ერთობლივი ძალისხმევით გავხადოთ ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფო.

„აქვე მსურს შევეხო იმ დოკუმენტს, რომელზეც ისაუბრა ჩემმა კოლეგამ ნიკა სამხარაძემ. ეს დოკუმენტი არის ორპარტიული დოკუმენტი, რომელიც სენატში იქნა ინიცირებული, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ საქართველომ ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა და მომავალშიც იმედი აქვთ, რომ წარმატებით გავატარებთ ამ რეფორმებს. მე მგონია, რომ ეს ნამდვილად არის აღიარება პოზიტიური და დადებითი შედეგებისა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გადაწყვეტილება ქართული ოცნების მხრიდან, ხელი ყოფილიყო მოწერილი იმ დოკუმენტზე რომელიც შეიქმნა შარლ მიშელის მედიაციით, არის ის, რომ ჩვენ ვმართავთ ქვეყანას. მმართველი გუნდი, რომელიც მზად არის მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც საჭირო და აუცილებელია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. დიახ, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის საჭირო და აუცილებელი, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი საარჩევნო სისტემა გვქონდეს, კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი საარჩევნო გარემო გვქონდეს და ზუსტად ამისთვის არის უკვე ინიცირებული ის დოკუმენტი, რომელიც აქ პარლამენტშია ინიცირებული და მინდა გითხრათ აქაც დაგაგვიანდათ, თუმცა ჩვენ მზად ვართ მიიღოთ ამ დოკუმენტის განხილვებში მონაწილეობა. ასევე, დაგაგვიანდათ იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დავიწყოთ მუშაობა იმისთვის, რომ გამოვიძიოთ და გამოვიკვლიოთ ყველა ის გადაცდომა, თუ რომელიმე არსებობდა საარჩევნო პროცესში. ეს მზაობა აქედან არსებობს და შეგიძლიათ ამაშიც მიიღოთ მონაწილეობა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნაბიჯი ჩვენი მხრიდან გადადგმულია, გადადგმულია საქართველოს უკეთესი მომავლისაკენ, გადადგმულია იმისათვის რომ 2024 წელს ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს შესაძლებლობა და ყველამ ერთად, არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენც, მივიღოთ გადაწყვეტილება და ევროკავშირს მივმართოთ ჩვენს სრულუფლებიან წევრობაზე. ეს არის მთავარი მიზანი, რომელიც ჩვენ უნდა გვამოძრავებდეს, ეს არის მთავარი გზავნილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა