პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის აქციის მოსაზადებელი სამუშაოები მშვიდად და გეგმაზომიერად მიმდინარეობს ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის უფროსმა მერაბ ქვარაიამ განუცხადა.
მისი თქმით, სცენის მონტაჟი დასასრულს უახლოვდება.
ქვარაია აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან სამუშაოებისთვის ხელის შეშლის ან პროვოკაციის განსაკუთრებული ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„ქართული ოცნების“ აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე დღეს 16:00 საათზე გაიმართება. მას „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დააკვირდებიან.

















