საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ დღეს წინასაარჩევნო აქციას ზუგდიდში გამართავს.
აქცია ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე, გამგეობის შენობასთან ჩატარდება.
„ქართული ოცნების“ რიგით მეთერთმეტე აქცია ზუგდიდში 16:00 საათზე დაიწყება.
დასკვნით მასშტაბურ ღონისძიებას კი, „ქართული ოცნება“ 29 სექტემბერს, თბილისში გამართავს.

















