logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა
მიხეილ სარჯველაძემ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე გამართულ დებატებში მიიღო მონაწილეობა
10:34 21.04.2021
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეცხრე ყოველწლიური სესიაზე, რომელსაც ასამბლეის თანა-თავმჯდომარეები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი ხელმძღვანელობდნენ გაიმართა დებატები თემაზე: „პოსტ-კოვიდ ვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, აღდგენის, მედეგობის და დემოკრატიზაციის პერსპექტივები".

დებატებისას, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევაში გამოიხატება.

„რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მის დესტრუქციულ მოქმედებებს. ოკუპირებული რეჟიმების მიერ ხორციელდება მოქალაქეთა გატაცება და უკანონო დაკავებები, რომელიც კიდევ უფრო აუარესებს ადგილზე არსებულ მდგომარეობას. ამჟამად, ოკუპირებული რეჟიმის მიერ არაერთი ადამიანია უკანონოდ დაპატიმრებული, როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. აღსანიშნავია, უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის საქმე, რომელსაც მისჯილი აქვს 12 წლით უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა. იგი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, 2020 წლის 11 ივლისს, უკანონოდ დააპატიმრეს. ეს ინცინდენტი არის დადასტურება, იმისა, რომ რუსეთი არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკაშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, გაეროს გენერალური მდივნის მოწოდებას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მან ასევე ისაუბრა ირაკლი ბებუას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის 30 სექტემბერს ,,აფხაზეთის დროშის" დაწვისთვის უკანონოდ დააპატიმრეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

„მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ზაზა გახელაძის და ყველა უკანონოდ დაპატიმრებული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისაკენ რაშიც გვჭირდება ევროპელი პარტნიორების აქტიური და ძლიერი მხარდაჭერა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა