„საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ევროკავშირის მხრიდან! საქართველო არის ევროპა და
არც თუ ისე დიდი დრო დასჭირდება - ევროკავშირის წევრიც გახდება. ამაში შEUძლებელი არაფერია",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დღეს, პარლამენტში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას.
„მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს საქართველოს პარლამენტში მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის. მისი სიტყვები გულწრფელი და პოზიტიური იყო",- წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.