logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია
თამარ ტალიაშვილი: ზაზა გახელაძის უკანონო დატყვევება რუსეთის მიერ ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევის ნათელი მაგალითია
23:22 20.04.2021
„გასულ წელს, საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ, 12-ზე მეტი წლით დაატყვევა ზაზა გახელაძე - ეს ინცინდენტი ნათელი მაგალითია რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში დარღვევისა. ჩვენ რუსეთის ფედერაციისგან მოვითხოვთ უკანონო პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას",- ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, თამარ ტალიაშვილმა ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დეპუტატმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რუსეთი საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას ახდენს და ეფექტურ კონტროლს ახორციელებს.

„აღნიშნული ისტორიული გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ წონას და ხმას მატებს ევროპული საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეში დარღვევა.

ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის სიცოცხლის და სხვა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, აღნიშნულ ქართულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კულტურულ იდენტობას",- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

პარლამენტის წევრმა კოლეგებს შეახსენა, რომ საოკუპაციო ძალამ დაჭრა და უკანონოდ დაატყვევა საქართველოს მოქალაქე - ზაზა გახელაძე და ეს ინცინდენტი ნათელი მაგალითია, რომ რუსეთი ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ფუნდამენტური უფლებებსა და თავისუფლებებს უხეშად არღვევს.

„მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ სათანადო ყურადღება დაუთმოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და ეფექტურად მოახდინოს ზეწოლა ოკუპანტ ძალაზე, რათა ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა.

მინდა გავიხსენო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკ დაემსის შთამბეჭდავი სიტყვები - „მნიშვნელოვანია, ვიყოთ პრობლემის გადაწყვეტის მონაწილეები". ევროპის საბჭოს სტრატეგიისათვის პრიორიტეტი სწორედ პრობლემების გადაწყვეტა უნდა იყოს.

ამრიგად, მჯერა, რომ ევროპის საბჭოს პრიორიტეტების ფარგლებში, ევროპის საბჭო ყურადღებას გაამახვილებს საკუთარ სტრატეგიულ მნიშვნელობაზე და შეასრულებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრისა და წევრი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში",- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა