logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია
არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია
15:46 20.04.2021
„გუშინ ჩვენ, ქართველმა პოლიტიკოსებმა, ხელი მოვაწერეთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შემოთავაზებულ დოკუმენტს და მომავალ კვირას, პარლამენტი იქნება წარმოდგენილი ისე, როგორც ის ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიეს - ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესის მიმართვას რეალურ გამოწვევებზე და დაპირისპირების ნაცვლად, აქტიური პოლიტიკური დებატის და დისკუსიის უზრუნველყოფას. საქართველო განაგრძობს დემოკრატიის გაძლიერებას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის რიგით მეცხრე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, რათა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მეტ პროგრესს მიაღწიოს.



პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლა ექიმებისა და ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და ყურადღება მათ შრომასა და ძალისხმევაზე გაამახვილა, რასაც მედიკოსები კოვიდ 19-თან ყოველდღიურ ბრძოლაში წევენ.



არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ოკუპაციაზე, მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებში და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ვლინდება.



პარლამენტის თავმჯდომარემ ევრონესტის ასამბლეაზე უკრაინის საკითხსაც გაუსვა ხაზი: რუსული აგრესია ეხება არა მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება უკრაინასაც. ახლა ვიმყოფებით იმ ვითარებაში, როდესაც რუსული სამხედრო ძალების მობილიზება საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და მშვიდობიან განვითარებას. გუშინ ვესაუბრე ჩემს უკრაინელ კოლეგას და ჩვენ მიმდინარე სიტუაციის ეს რთული ასპექტები განვიხილეთ. საქართველომ, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ, ყველა შესაძლო პლატფორმა უნდა გამოიყენოს აგრესიის შესაჩერებლად",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.



მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო რჩება როგორც დემოკრატიული რეფორმების წარმატებული მაგალითი და მომავალზე ორიენტირებული სახელმწიფო, რომელსაც აქვს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ამბიციური გეგმა. ბოლო წლებში განხორციელებულმა ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა რეფორმებმა ქვეყანას უფრო წარმომადგენლობითი, პლურალისტური პოლიტიკური სისტემის აშენების საშუალება მისცა. ამ კონტექსტში, არჩილ თალაკვაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგზეც გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო პარტნიორებს ძალისხმევისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.



"იმედი მაქვს, რომ ევრონესტი შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ქვეყნების დაახლოებაში მომავალშიც, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი პროგრესი და ვიმსჯელოთ გამოწვევებზე. ძალა ერთობაშია და ევრონესტი, ევროკავშირი ნამდვილად ის სივრცეა, სადაც ერთიანობის დემონსტრირება ხდება - საქართველო ამ ერთობის ნაწილია",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა