„ევროპული საქართელო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავჯდომარის, გიგა ბოკერიას
განცხადებით, წუხელ ხელმოწერილი დოკუმენტის ეს ფორმა, ვერ იქნება კრიზისიდან გამოსვლის ადეკვატური საფუძველი.
მისივე განცხადებით, იმ ფონზე, რომ დავით ბაქრაძე საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა და საჯაროდ აცხადებდა, რომ სასურველი შედეგების მიუღწევლობის შემთხვევაში არ აპირებდა პარლამენტში შესვლას, მისგან დოკუმენტზე ხელმოწერა ორმაგად არაკორექტული საქციელია.
„ჩვენ ვთვლიდით და ვთვლით, რომ ამ ფორმით ეს დოკუმენტი ვერ აღმოჩნდება ადეკვატური საფუძველი რეალურად კრიზისიდან გამოსვლის. კრიზისი იყო პოლიტიკური დევნა და ამაზე უარი რომ თქმულიყო, განთავისუფლებულიყო პოლიტპატიმრები და უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიო გაკვეთილი, რომ ეს ხელისუფლებას არ გაუვიდა და რის გამოც იყო პროტესტი, რომ ვადამდელ არჩევნებამდე უნდა მივსულიყავით თუნდაც გონივრული კომპრომისით, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ პლებისციტის სახით. ჩვენ ვაპირებთ მოქალაქეებთან აქტიურ ინტერაქციას და მზადებას, როგორც საპროტესტო აქციების, ისე მზადებას ვადამდელი არჩევნებისთვის. ძალიან არაკორექტული, ორმაგად არაკორექტული საქციელია ბატონი ბაქრაძისგან, რომ ჩვენ შეიძლება პარტიის შიგნით გვქონდა შეთანხმება, რომ გარკვეულ შედეგზე დაბლა მიღწეული შედეგის შემთხვევაში ლიდერები არ შედიოდნენ პარლამენტში, მან ეს თვითონ თქვა, საჯაროდ მთელი პოლიტსაბჭოს წინაშე. შემდეგ მან თქვა, რომ საერთოდ პოლიტიკიდან მივდივარო, პარტიული პოლიტიკიდან ვერ ხედავდა მომავალს და ბოლოს გაირკვა, რომ ამის შემდეგ შევიდა პარლამენტში. ეს ძალიან არაკორექტულია“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.