საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის რეზიდენციაში
გამართულ შეთანხმების აქტზე ხელმოწერას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
"ხელოვნური კრიზისი დასრულებულია!
მადლობა ჩვენს მთავარ პარტნიორებს - ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ ოფიციალურ წარმომადგენლებს!
ეს საქართველოს გამარჯვებაა!
კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ, ქართველ ხალხთან ერთად და უპირველესად, მათი, ქართული საზოგადოების გვერდში დგომით!
განსაკუთრებული მადლობა "ქართული ოცნების" უდიდეს გუნდს და უმაგრეს ჯარისკაცებს, ჩვენს ერთგულ, ჭკვიან, პრაგმატულ და საქართველოს პატრიოტ ამომრჩევლებს!" - წერს მდინარაძე.