logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბიუროს სხდომა
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ბიუროს სხდომა
14:04 15.04.2021
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის და ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით, კომიტეტის ბიუროს სხდომა ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა.



საქართველოს მხრიდან ბიუროს სხდომას ესწრებოდნენ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხრიდან ბიუროს თანათავმჯდომარის მოადგილეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი.



ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ბიურომ განიხილა ევროკავშირი-საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დინამიკა, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიასთან გასამკლავებლად, უსაფრთხოების გამოწვევები და ჰიბრიდულ საფრთხეები, ასევე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართულ ძალისხმევა.

ბიუროს ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის მიმდინარეობას, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი მოელის საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დროულად დასრულებას და საპარლამენტო დემოკრატიის შემდგომ გაძლიერებას.

ბიუროს სხდომაზე, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში 2020 წლის განმავლობაში მიღწეული შედეგების თაობაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, რიჩარდ ტიბელსმა ისაუბრეს.

ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე და ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე მოხსენებით წარდგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია.

სხდომაზე COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად საქართველოს მიმართ ევროკავშირის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერაზე მოხსენება გააკეთა ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) საქართველოსა და მოლდოვას სამსახურის ხელმძღვანელმა, მეთიუ ბუსკემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა