პარლამენტის ვიცე სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს
ვადამდელი არჩევნები არ აინტერესებთ, მათ დაძაბულობის პიკის დონემდე მიყვანის სურვილი ამოძრავებთ.
„ამათ არანაირი არჩევნები არ აინტერესებთ, არც რიგგარეშე, არც მორიგი და არც განმეორებითი არჩევნები. ეს არის სურვილი, როგორმე დაძაბულობა პიკის დონემდე მიიყვანონ და შემდეგ უკვე დესტრუქციული პროცესები განავითარონ“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.