logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში
არჩილ თალაკვაძე: მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს კიდევ უფრო გაიზრდება - მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში
16:22 12.04.2021
„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ პარლამენტი დღეს კიდევ უფრო ძლიერია და უფრო მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს ფლობს ზედამხედველობის კუთხით - მეათე მოწვევის პარლამენტი ზედამხედველობის მანდატის განხორციელებაში აქტიურია და ეს უფრო მეტად გაიზრდება შემდეგ პერიოდში. ამ ფონზე, მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობა ამ პროცესში",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს სულ უფრო მეტად იყენებს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს წარმოდგენილი ორი ოპოზიციური პარტია. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა ისიც, რომ ამ მექანიზმების სრულფასოვნად გამოყენებას სჭირდება ოპოზიციის ის წარმომადგენლობა, რომელიც საზოგადოებამ აირჩია.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა იმისთვის, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას, ეს გახლავთ ჩვენი საზოგადოების დაკვეთაც, რასაც ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც აჩვენებს და ეს გახლავთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ცალსახა მოწოდება, რჩევა და პოზიციაც. პარლამენტის გარეთ ჩვენი პარტნიორები და ჩვენი საზოგადოება არ უჭერს მხარს პოლიტიკას, არ უჭერს მხარს დესტაბილიზაციას და მე ვფიქრობ, ეს სიგნალი და ეს მოწოდება უნდა აღმოჩნდეს სახელმძღვანელო დანარჩენი პოლიტიკური პარტიებისთვის ოპოზიციის შიგნით",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებას კრისტიან დანიელსონის მოდერაციით მიმდინარე დიალოგზე დასმულ ყველა საკითხთან მიმართებაში პრინციპული მზადყოფნა ჰქონდა. არჩილ თალაკვაძემ დიალოგის პოზიტიურად დასრულებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს.

„იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ პასუხებს და დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გადახედავს და გადააფასებს გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან, საზოგადოებრივი აზრის კვლევები უკვე სახეზეა, სადაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი და ბევრად უფრო დიდი ნაწილი, არ უჭერს მხარს ბოიკოტს, არ უჭერს მხარს მონაწილეობაზე უარის თქმას და ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაშიც უკვე სახეზეა ის საჭიროებები, რასაც პოლიტიკურმა სისტემამ უნდა უპასუხოს - ეს არის ეკონომიკის აღდგენის საჭიროება, სიღარიბის შემცირება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საჭიროება, პანდემიის და ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად მართვა და ჩვენი საერთაშორისო დღის წესრიგის განუხრელად განხორციელება, რაშიც მთელი პოლიტიკური სისტემის როლი გახლავთ მნიშვნელოვანი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა