logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს: მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას
მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს: მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ უფრო გავაძლიერებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას
12:12 12.04.2021
ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ულოცავს.

ოფიციალურ მილოცვაში ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. მარკ რუტე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობისადმი ნიდერლანდების სამეფოს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს.

„თქვენო აღმატებულებავ! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით. ნიდერლანდები მიესალმება თქვენი მთავრობის მიერ ნაკისრ ვალდებულებას აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი და მიმდინარე რეფორმების პროცესისადმი. იმ ქვეყნის რანგში, რომელსაც მტკიცედ სწამს დემოკრატიისა და კარგი მმართველობის პრინციპების, ნიდერლანდები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების პროცესში, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მოიცავს ქვეყნის დემოკრატიზაციას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და თანასწორობას. ვაცნობიერებ რეგიონში ამჟამად მიმდინარე რთულ მოვლენებს და მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, მსურს დაგარწმუნოთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ჩვენი მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხებში. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას", - ნათქვამია მარკ რუტეს ოფიციალურ მილოცვაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა