საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის იუსტიციის სახლი გახსნა. მან სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრა და შენობა დაათვალიერა.
ამის შემდეგ პრეზიდენტი თანამშრომლებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის იუსტიციის სახლი საუკეთესოა და ეს არის ის, რითიც საქართველომ უნდა იამაყოს.
მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის სახლის კაფეშიც შევიდა და მომსახურების პროცედურას გაეცნო.
პრეზიდენტთან ერთად იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ეკა ზღულაძე.

















