პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ
უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსანდრ მერეჟკოსთან ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე, მის აღმოსავლეთ საზღვრებთან, რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზაციაზე და მათ მიერ საომარი მოქმედებების შესაძლო განახლებაზე ისაუბრეს.
„საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინაში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ის რიტორიკა, რომელსაც ბოლო დროს ვისმენთ რუსეთის ფედერაციის მხრიდან, შეიარაღებული ძალების მობილიზაცია, როგორც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან ასევე, ყირიმში და შესაძლო საომარი მოქმედებების განახლება. ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა გამოვუცხადეთ უკრაინის სახელმწიფოს და შევთანხმდით, რომ ერთობლივ ნაბიჯებს გადავდგამთ საერთაშორისო ფორუმებზე იმისთვის, რომ ეს აგრესია თავიდან იყოს აცილებული. ასევე, მზადყოფნა გამოვთქვით, რომ ჩვენი მხრიდან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდეს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.