logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პრემიერი  პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე:  მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა
პრემიერი პოზნერის ჩამოსვლასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე: მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ ისარგებლა
12:01 01.04.2021
მსურს, გამოვეხმაურო გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვლადიმერ პოზნერს, რომელიც არის აგრეთვე აშშ-ის მოქალაქე, არ დაურღვევია კანონი ოკუპაციის შესახებ. ის ხშირად სტუმრობს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტით. ეს იყო მისი მორიგი კერძო ხასიათის ვიზიტი, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, მას და მის თანმხლებ პირებს ჰქონდათ კოვიდ-პასპორტები და უარყოფითი პასუხი PCR ტესტზე, შესაბამისად, ისინი ქვეყანაში შემოვიდნენ კანონთან სრულ შესაბამისობაში.

„რაც შეეხება სტუმრების შეკრებას თბილისის ერთ-ერთ დაწესებულებაში რეგულაციების გაუთვალისწინებლად, ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია ჩვენთვის ყველასთვის, ეს არის დარღვევა და შესაბამის უწყებებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კერძოდ, დაჯარიმდა როგორც დაწესებულება, ასევე ყოველი ინდივიდი.

მოგეხსენებათ, ჩვენი მოქალაქეების ერთმა ჯგუფმა პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა, რითაც ისარგებლა ყველაზე დესტრუქციულმა ძალამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და როგორც სჩვევიათ, მოვლენები თავიანთი დღის წესრიგის ფარგლებში მოაქციეს.

ამჯერადაც, „ნაციონალური მოძრაობის" და კერძოდ, სააკაშვილის მიზანია, რა თქმა უნდა, დესტრუქცია, საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის შელახვა. ამჯერადაც, ეს გააკეთეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნაწილობრივ იხსნება ტურისტებისთვის და მოგეხსენებათ, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩენთვის ტურისტების შემოსვლას, მით უმეტეს ამ ვითარებაში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ტურისტული სექტორისთვის, ისე ზოგადად, ეკონომიკის აღორძინებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

რა თქმა უნდა, ყოვლად დაუშვებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და მათი ჯგუფების პროტესტის ეს ფორმა, რაც აშკარად სცდება ცივილიზებულ ნორმებს და ქართულ სტანდარტებს. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ნაცმოძრაობა" ჩამოყალიბდა აბსოლუტურად დეგრადირებულ და რადიკალურ ჯგუფად, რომელთანაც ცივილიზებული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია.

რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებს, ისინი მოქმედებდნენ კანონის სრული დაცვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა