საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ რადიკალური
პოზიციები დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას აბრკოლებს.
მისივე თქმით საქართველომ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე უნდა იზრუნოს და ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს.
"გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას.
ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე " - განაცხადა გიორგი გახარიამ.