logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი წარუდგინა
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სტრატეგიის პროექტი წარუდგინა
12:02 25.03.2021
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარედგინა.

სხდომა, რომელიც ქალაქ თელავში გაიმართა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა გახსნეს.

სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობასა და ხედვაზე ისაუბრა. მან „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების" შედეგები წარადგინა და მონაწილეებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის" პროექტი დეტალურად გააცნო.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის წარდგენას რეგიონებში არასამთავრობო სექტორთან. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ კახეთს, სადაც სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს წარვუდგინეთ სტრატეგიის პროექტი განვიხილეთ ის მექანიზმები, რომლითაც მოხდება სტრატეგიის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამოცანების რეალიზება და ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია სტრატეგიის ეფექტიანობის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა, ასევე მუნიციპალიტეტების მერების და ეს შეჯერებული განხილვა, რამდენადაც მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და იმ აქცენტებზე გარკვეული მოსაზრებების დაფიქსირება, რომელიც წარმოდგენილია სტრატეგიაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მონაწილეების მხრიდან, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, თუ გვსურს, რომ ჩვენი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი მოქალაქეები მართლაც სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პოლიტიკურ, სამოქალაქო, კულტურულ, საგანმანათლებლო, ასევე ეკონომიკურ პროცესებში," - განაცხადა ლია გიგაურმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა, სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის" პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის" (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა