logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ისრაელის ელჩი ონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
ისრაელის ელჩი ონის მუნიციპალიტეტს ესტუმრა
18:46 23.03.2021
ონის მუნიციპალიტეტს ვიზიტით ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ელჩს თან ახლდნენ რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მხარის რწმუნებული პარმენ მარგველიძე , დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე , ასევე რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

სტუმრებმა ქალაქ ონის კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის
და ქართველი შინდლერის, იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრის - იად ვაშემის მიერ. მართალად აღიარებული სერგი მეტრეველის ხსოვნის საპატივცემულოდ გახსნილი მონუმენტი მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ მონუმენტი სექტემბრის თვეში აიგო ,ონის მუნიციპალიტეტის მერიისა და ,,ისრაელის სახლის" ინიციატივით.

ღონისძიების მონაწილეები ეწვივნენ ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და რაჭის უნიკალური ექსპონატები დაათვალიერეს, აღსანიშნაცია, რომ ონის მხართმცოდნეობის მუზეუმი თავის ისტორიას 1948 წლიდან ითვლის. ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს საშა რეხვიაშვილის 90-იან წლებში ონელი ებრაელების ყოფაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

ონის მხართმცოდნეობის შემდეგ სტუმრები ესტუმრნენ ქალაქის ცენტრში მდებარე ონის სინაგოგას, რომელიც სიდიდით მესამეა საქართველოში, მე-19 საუკუნეში არის აგებული და კულტურის ძეგლის სტატუსს ატარებს, ონის სინაგოგას 2020 წელს 125 წელი შეუსრულდა და არის სიმბოლო ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის.

ჰოლოკოსტის მონუმენტი და სინაგოგა, ლაილაშის სინაგოგასთან ერთად, გაერთიანდება ებრაული მემკვიდრეობის ევროპულ მარშრუტში.

ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ასევე მოინახულა ებრაული კვარტალი, სადაც ებრაელი ხალხი მრავალი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა ქართველებთან ერთად, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფოს თანადგომით იგეგმება მომავალში ებრაული კვარტალის რეაბილიტაცია .

სტუმრებმა ასევე მოინახულეს ებრაული სასაფლაო რომელიც ონში გერცელ ბააზოვის ქუჩაზე მდებარეობს, ქართველი შინდლერის, იერუსალიმის ჰოლოკოსტის ცენტრის - იად ვაშემის მიერ. მართალად აღიარებული სერგი მეტრეველის მშობლიური სოფელი უწერა და კურორტი შოვი.

შეხვერისას ისრაელის ელჩი, ონის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეთანხმდნენ მომავალში ოთხი მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივაზე : კულტურა, ინოვაციები, "მაშავის" კურსები სოფლის მეურნეობაში და ტურიზმი.

ისრაელის ელჩი რან გიდორი შეხვდა ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტისთვის „ მომავლის გოგონების სკოლა" ონში ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორია „ ჯეოლაბის" მოწვეულ ლექტორებს, და პროექტში მონაწილე ონელ გოგონებს.
აღსანიშნავია, რომ რაჭაში ონელი გოგონებისთვის IT სფეროს კურსების. პროექტის ფარგლებში შერჩეული 11 გოგონა მიიღებს ამომწურავ ინფორმაციას IT სფეროზე, შეისწავლის პროგრამირების რამდენიმე ენის საფუძვლებს და შეხვდება ამ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს საქართველოდან. ასევე მონაწილეები გაეცნობიან საერთაშორისო ბაზარზე არსებულ დასაქმების შესაძლებლობებს, მიიღებენ რჩევებსა და მასალებს, რათა მომავალში დამოუკიდებლად შეძლონ მათთვის სასურველი მიმართულებების დაუფლება.

შეხვედრის ბოლოს ისრაელის ელჩმა რან გიდორმა მადლობა გადაუხადა რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის , განიხილეს აქტუალური საკითხები და სამომავლო პრიორიტეტებზე იმსჯელეს და მზადყოფნა გამოთქვა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობისათვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა