„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის
განცხადებით, ოპოზოციური სპექტრის დიდ ნაწილს კიევიდან მიხეილ სააკაშვილი მართავს და სწორედ ამიტომ, მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არანაირი რესურსი არ ჰქონდათ.
„გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის შეთანხმების არმიღწევა თვითმიზანი იყო. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები. ეს ოპოზიციური სპექტრი, მათი უმეტესობა, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის - მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არანაირი რესურსი არ ჰქონდათ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.