სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოში დიდი
ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს. გრიგოლ ლილუაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა კიბერუსაფრთხოების საკითხები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. მხარეებმა კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
გრიგოლ ლილუაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს შორის არსებულ შედეგიან პარტნიორულ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი და მარკ კლეიტონს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.