logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ოლივერ ვარჰეი: პოზიტიურად იქნა მიჩნეული საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები, სასამართლო სისტემის რეფორმა და სამართლის უზენაესობა იქნა აღნიშული, როგორც მნიშვნელოვანი ასპექტები
ოლივერ ვარჰეი: პოზიტიურად იქნა მიჩნეული საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები, სასამართლო სისტემის რეფორმა და სამართლის უზენაესობა იქნა აღნიშული, როგორც მნიშვნელოვანი ასპექტები
22:24 16.03.2021
ჩვენ გვჭირდება ეკონომიკურ ზრდა და დასაქმება, ამაზე შევთანხმდით, ზრდა და დასაქმება სწრაფად, რადგან ესაა ნებისმიერი ეკონომიკური აღმასვლისა და მდგომარეობის დაძლევის საწინდარი. მეტად ხელმისაწვდომი ხიდები უნდა არსებობდეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებიც განვიხილეთ, ასოცირებისა და დაახლოების ჰარმონიზაციის კუთხითაც. პოზიტიურად იქნა მიჩნეული საჯარო შესყიდვებისა და სხვა მიმართულებით საკანონმდებლო რეფორმები, სასამართლო სისტემის რეფორმა და სამართლის უზენაესობა იქნა აღნიშული, როგორც მნიშვნელოვანი ასპექტები,- ამის შესახებ ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასოცირების საბჭოს სხდომაზე სიღრმისეულად და დეტალურად განიხილეს ასოცირების შეთანხმების განხორციელება და ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელშესახები სარგებლის მიღების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ საუბარი გვქონდა სიღრმისეულად და საკმაოდ დეტალურად ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაზე და ხელშესახები სარგებლის მოტანაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ გამოწვევების შესახებ, რომელიც ორივე მხარის წინაშე არის, როგორც ევროკავშირისთვის, ისე საქართველოსთვის, მყარი რეფორმების განხორციელებაზე. უნდა ვთქვათ, რომ ძალიან ოპერატიულად და დროულად მოვახდინეთ რეაგირება, საქართველოს სოლიდარობა მნიშვნელოვანი სამედიცინო მარაგების უზრუნველყოფაა, 130 მლნ ევროზე მეტი იქნა გამოყოფილი გასულ წელს კოვიდის დაძლევის მიზნით, 50 მლნ ევრო იყო მაკრო-ფინანსური დახმარების მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც და ჩვენი აქცენტი ახლა კეთდება ვაქცინაციის კამპანიაზე. ძალიან მახარებს, რომ შაბათს დილით საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა, კოვაქს პლატფორმის ინიციატივის ფარგლებში. ჩვენ უმსხვილესი დონორი ვართ ამ პლატფორმაზე და ამ ინიციატივის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი. ვაქცინის ჩამოტანის კვალობაზე, რაც მომავალშიც გაგრძელდება საქართველოს დავეხმარებით ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაშიც, რომელიც წარმატებით დაიწყო გუშინ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას მომავალშიც მიიღებენ უკეთესი, მწვანე ეკონომიკა იარსებებს კრიზისის დაძლევის შემდეგ და როგორც მოგახსენეთ, ბატონო პრემიერო, ჩვენი მნიშვნელოვანი ასპექტი კეთდება სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირებზე და ა.შ. ევროკავშირი საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორია, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ექსპორტზე, ექსპორტის პოტენციალის განვითარებაზე, დივერსიფიკაციაზე, ევროკავშირში საქართველოს პროდუქციის შემოტანაზე,"- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა