logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ჟოზეფ ბორელი: ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ
ჟოზეფ ბორელი: ქვეყანაში პლურალიზმის დამკვიდრებას პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ
18:23 16.03.2021
ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს. ყველას ვთხოვთ, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს პროცესი ფასილიტაციიდან გადავიდა დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას.

„მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასოცირების საბჭოს ჩარჩოს ფარგლებში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, თავისთავად და ამავდროულად ეს ტარდება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, თქვენი ქვეყნისთვის, ბატონო პრემიერო, იმდენად, რამდენადაც, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გასული წლის ოქტომბერში, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში უნდა მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ამ ცხოვრებაში, როდესაც ქვეყანა ებრძვის კორონავირუსს და სამომავლოდ ძალიან ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს განსახორციელებელი, ესენია საარჩევნო სისტემის რეფორმა, სასამართლო სისტემის რეფორმა და მთავრობისთვის ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. ბატონ პრემიერ-მინისტრს მე ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმებას მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში და სამომავლოდ პოლიტიკური საქმიანობა არ არის ჯანსაღი ფუნქციონირებად დემოკრატიაში, თუ არ იარსებებს დიალოგი. ჩვენ პარლამენტის გვერდის ავლით ვერ მოვახდენთ პლურალიზმის დამკვიდრებას ქვეყანაში. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა მოთამაშეს საქართველოში უფრო ფართოდ უნდა ესმოდეს, რა შედეგები შეიძლება დადგეს და ყველას ვთხოვთ რომ საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენონ და კომპრომისზე წავიდნენ. თქვენ კარგად იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია, რაც ჩართულია ფასილიტაციის პროცესში და სულ ახლახანს ჩვენ ფასილიტაციიდან გადავედით დიალოგზე, რომელიც გულისხმობს მედიაციას. საქართველოში იმყოფებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მარტის დასაწყისში. დღეს ჩვენი საუბრის ფორმალური ნაწილი ამ მედიაციის ნაწილზე იყო კონცენტრირებული. ჩვენ პირადად ბატონი პრეზიდენტისგან გვაქვს მიღებული ინფორმაცია და შემდეგ ინფორმაცია გვაქვს მიღებული ბატონი კრისტიან დანიელსონისგან და გვინდა, რომ სრულად იყვნენ ჩართულნი საქართველოს ოპოზიციური და მმართველი ძალის წარმომადგენლები ამ პროცესში. შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ როგორც პრემიერ-მინისტრი ბრძანებს, ვალდებულება აღებულია კონსტრუქციულ დიალოგსა და პროგრესზე და იგივე უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებიდანაც. ბატონი დანიელსონი კონკრეტულ შეთავაზებებს გააკეთებს იმ ასპექტებზე, რომელზეც საუბარი გვქონდა. მომდევნო დღეებში იქნება ეს და ვნახავთ სიტუაცია როგორ განვითარდება, ორივე მხრიდან უნდა მოხდეს ურთიერთმისაღები შეთანხმების მიღწევა,"- განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა