logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ირაკლი ბერაია: ჩვენ მივესალმებით ალიანსის ხილვადობას და მის გაზრდილ სამხედრო ყოფნას რეგიონში, საქართველოში, ხმელეთზე, ჰაერში და შავ ზღვაში
ირაკლი ბერაია: ჩვენ მივესალმებით ალიანსის ხილვადობას და მის გაზრდილ სამხედრო ყოფნას რეგიონში, საქართველოში, ხმელეთზე, ჰაერში და შავ ზღვაში
13:29 16.03.2021
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველო-ნატოს თანამშრომლობაზე, შავ ზღვაში ნატოს სამხედრო ხომალდების ვიზიტებზე და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომებზე განცხადება გააკეთა.

„საქართველოს ტერიტორიულ წყლებში იმყოფება ნატო-ს მუდმივმოქმედი მე-2 საზღვაო შენაერთი, მისი 4 სამხედრო ხომალდი. ამ ვიზიტის მიზანია, საქართველოს სანაპირო დაცვასა და ალიანსის მოკავშირეების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთავსებადობის ამაღლება. პანდემიის პირობებში განხორციელებული ეს უმნიშვნელოვანესი საპორტო ვიზიტი, ჩვენს სანაპირო დაცვასთან ერთად დაგეგმილი წვრთნები, კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის სიმტკიცეს და მასშტაბებს, ალიანსის დღის წესრიგში საქართველოს პრიორიტეტულობას, მნიშვნელობას და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო გზავნილს და ქმედით ნაბიჯს

ნატო-ს სამხედრო ხომალდების ვიზიტები საქართველოში რეგულარულად ხორციელდება და შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში ჩვენი ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ადასტურებს. 2019 წელს არაერთი ასეთი ვიზიტი განხორციელდა, როდესაც საქართველოს სტუმრობდა ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო და ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთები. 2020 წელსაც, მძიმე ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ ევროატლანტიკურ სივრცეში და რეგიონში, ხელი ვერ შეუშალა ასეთი ვიზიტის განხორციელებას. ჩვენ მივესალმებით ალიანსის ხილვადობას და მის გაზრდილ სამხედრო ყოფნას რეგიონში, საქართველოში, ხმელეთზე, ჰაერში და შავ ზღვაში. ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და მორეაგირე ძალებში მონაწილეობასთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში ჩართულობით საქართველო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია. შავი ზღვის, და შესაბამისად ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოება შეუძლებელია საქართველოს აქტიური ჩართულობის გარეშე


საქართველო არის ნატო-ს ასპირანტი სახელმწიფო, ალიანსის გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავსებადობით გამორჩეული პარტნიორი და მისი ევროატლანტიკური კურსი ეფუძნება ქართველი ხალხის ურყევ ნებას და მოქალაქეების ღირებულებებზე დაფუძნებულ არჩევანს. საქართველო არასდროს ყოფილა ალიანსთან ისე ახლოს, როგორც დღეს და ამაზე მეტყველებს ნატო-სთან თანამშრომლობის როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული ასპექტები. ნატო-ს ყველა სამიტი იმეორებს და ადასტურებს ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. საქართველო მონაწილეობს ნატო-ს სამიტებსა და მინისტერიალებში. ისინი სრულდება საქართველოსთვის მნიშნველოვანი შედეგებით, საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი ნაბიჯებით, რაც ალიანსის მოკავშირეების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ეფუძნება. მათ შორისაა შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერის ახალი ზომები, ნატო-საქართველოს განახლებული და გაძლიერებული არსებითი პაკეტი", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს კომისიის 6 სხდომა გაიმართა.


„საქართველოში გახშირდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის, უმაღლესი სამხედრო თანამდებობის პირების და ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტები. გენერალური მდივნის მნიშვნელოვან გზავნილებს განეკუთვნება, რომ ალიანსში საქართველოს გაწევრება მხოლოდ საქართველოს და ალიანსის გადასაწყვეტია და ვერცერთი სხვა სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს; რომ საქართველოსთან პარტნიორობით ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ყველა გრძნობს თავს უფრო უსაფრთხოდ და დაცულად; და რომ საქართველო მოემზადოს ალიანსში გაწევრებისთვის. ჩვენს ქვეყანას, როგორც ნატო-ს მთავარ ასპირანტ-სახელმწიფოს, ჯერ კიდევ პარტნიორობის ეტაპზე, ცალკეულ მოკავშირეებზე მეტი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ალიანსში გაწევრიანების მისწრაფება ემყარება ჩვენი ხალხის ნებას და ფასეულობებს, ამავდროულად ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპების დაცვის და გაღრმავების მზაობას და შესაძლებლობას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის როლს და კიდევ უფრო განამტკიცებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა