მქონდა სასიამოვნო შეხვედრა ალექსანდერ დე კროსთან. ბელგია არის საქართველოს ერთგული
მეგობარი და სანდო პარტნიორი, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობას.
„ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ თანამშრომლობის შემდგომი ინტენსიფიკაციის, ასევე, შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური და ეკონომიკური დიალოგის მნიშვნელობა. მადლობას ვუხდით ბელგიას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და ამ მხრივ შეტანილი წვლილისთვის", - წერს პრემიერ-მინისტრი.