logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
დავით ზალკალიანი: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს ევროკავშირის უმაღლეს დონეზე გამართავს
დავით ზალკალიანი: ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვედრებს ევროკავშირის უმაღლეს დონეზე გამართავს
12:45 15.03.2021
ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი და აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.

„ასოცირების საბჭო გახლავთ საქართველო-ევროკავშირის უმაღლესი ფორმატი და აქედან გამომდინარე, ის განიხილავს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ყველა ძირითად მიმართულებას. ბუნებრივია, განხილული იქნება რეგიონში არსებული სიტუაცია. რა თქმა უნდა, ახალი გეოპოლიტიკური გარემო მოითხოვს ჩვენს შორის ძალიან კოორდინირებულ და თანმიმდევრულ საქმიანობას, ამიტომ, ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე. პრემიერ-მინისტრი და უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებენ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი არის ჩართული ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში და ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მათ ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, ეკონომიკური მიმართულება ასოცირების საბჭოს დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაცია, ასევე დემოკრატია, მართლმსაჯულება და ყველა ის საკითხი, რომელსაც ფარავს ასოცირების შეთანხმება, იქნება განხილული", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, იქნება შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, სადაც ძირითადი განსახილველი თემები იქნება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და ის მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით და მედიაციით მიმდინარეობს.

„ბუნებრივია, ასევე, იქნება შეხვედრები ევროკავშირის უმაღლეს დონეზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან. ძირითადი თემები იქნება როგორც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესები და ის მოლაპარაკებები, რომელიც მისი უშუალო ინიციატივით და მედიაციით მიმდინარეობს. თავად ის ფაქტი, რომ მან საკუთარი წარმომადგენელი გამოაგზავნა და მისი ჩართულობით მიდის ეს პროცესი, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი საქართველოში სტაბილურობას, რადგანაც სტაბილურობის გარეშე ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა წარმოუდგენელია. პრემიერ-მინისტრს ექნება შესაძლებლობა, მასთან ერთად განიხილოს თბილისში, ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებული პროცესები.

იქნება ასევე შეხვედრები ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენლებთან - გაფართოების საკითხებში კომისართან, ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპარლამენტის წევრებთან.

ნატოსთან თანამშრომლობა ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს, ის გამოვა საქართველო-ნატოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე და მოახსენებს ჩვენს მოკავშირეებს ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა