ფილარმონიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მერაბ სეფაშვილისა და ბუბა კიკაბიძის ვარსკვლავები წითლად შეღებეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს გმირი უწოდა და სიმღერა - „ჩემი გმირი გიწოდე“ მიუძღვნა.
„რაც შეეხება ბუბა კიკაბიძეს, მისი ვარკვლავი იმიტომ გადავღებეთ, რომ როცა ჩვენ აქ შეკრებილები ვიყავით, იგი ფილარმონიის აივანზე იდგა და ცინიკურად იცინოდა“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ფილარმონიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

















