logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
არჩილ თალაკვაძე: წესების დარღვევაა, როცა მოლაპარაკების პირობებზე ოპოზიცია საჯაროდ საუბრობს - იმედია ეს დესტრუქციის სიგნალი არ არის
არჩილ თალაკვაძე: წესების დარღვევაა, როცა მოლაპარაკების პირობებზე ოპოზიცია საჯაროდ საუბრობს - იმედია ეს დესტრუქციის სიგნალი არ არის
23:26 13.03.2021
„რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ ბატონი დენიელსონის ნაცვლად და მოლაპარაკების პირობებზე კომენტარს წინასწარ არ გავაკეთებ, მაგრამ რასაც ვხედავთ და რა გზავნილებიც მისი მხრიდან გაკეთდა, რომ ემოციები გადავდოთ გვერდით და რეალისტური მოთხოვნები იყოს განხილული, ეს თავისთავად არის სწორი გზავნილები მოლაპარაკებისთვის. მითითება იმაზე, რომ კომპრომისები უნდა გაკეთდეს, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტვ „იმედის" ეთერში ოპოზიციასთან მმართველი გუნდის მოლაპარაკებების პროცესში ევროკავშირის წარმომადგენლობის მედიაციის მნიშვნელობაზე საუბრისას. მისი თქმით, კომპრომისი არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელისუფლებას მოსთხოვო ნაბიჯების გადადგმა.

„ოპოზიციამაც უნდა გადადგას ეს ნაბიჯები, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩევნები ეუთო/ოდირმაც, რესპუბლიკურმა ინსტიტუტმაც, საერთაშორისო დამკვირვებლებმაც აღიარეს, როგორც ლეგიტიმური არჩევნები. მათ გაიმეორეს საბოლოო დასკვნებში, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, რომელიც ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, რაც ნიშნავს, რომ უკვე აპელირება იმაზე, რომ თითქოს ეს არჩევნები არალეგიტიმურია და, მოდით, ახლა, რასაც ჩვენ ვიტყვით, ის უნდა შეასრულოს ხელისუფლებამ, ეს ოპოზიციის მხრიდან არ არის სწორი მიდგომა", -აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისი შეფასებით, შემაშფოთებელია, როცა მოპალარაკებებთან დაკავშირებულ პირობას უკვე არღვევს ოპოზიცია.
„ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ოპოზიცია და განსაკუთრებით ოპოზიციის ერთი ნაწილი დღეიდანვე არღვევს იმ მთავარ პირობას, რაც მოლაპარაკებებში იყო დასმული, რომ მოლაპარაკების დეტალებზე არ გვესაუბრა საჯაროდ. გახსოვთ, ალბათ, რა განცხადებები გავაკეთეთ ჩვენ - ბატონმა კობახიძემ, ბატონმა კუჭავამ და მე, და ნახეთ, რა კომენტარები გააკეთა ოპოზიციამ. მათ, პრაქტიკულად, პირდაპირ ისაუბრეს საკითხებზე, წინასწარი შეფასებებიც უკვე გააკეთეს", -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, სამართლიანი პრინციპების მიღმა, მმართველი გუნდი არ აპირებს, რაიმე შეთანხებას მიაღწიოს. „იმიტომ, რომ პანდემიის პირობებში, ჩვენმა ორმა მილიონმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. როცა მოქალაქეებმა ხმა მისცეს, როდესაც დამკვირვებლებმა გააკეთეს დასკვნები უკვე ჩატარებულ არჩევნებზე, ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ საზოგადოების ნაცვლად ან დამკვირვებლების ნაცვლად კონკრეტული მოლაპარაკებების დროს, ეს რაიმეში გავცვალოთ?! წარმოუდგენელია. ამიტომ ჩვენ მომავალზე ვმსჯელობთ დღეს და მომავალზე გვაქვს მოლაპარაკებები, მომავალზე გვაქვს დისკუსია.

როდესაც ოპოზიცია გამოდის გარეთ და პირდაპირ ლაპარაკობს უკვე იმ საკითხებზე, რისი განხილვაც შიგნით გვქონდა, ვთქვათ იმაზე, რომ პლებისციტი არის მათთვის პრინციპული თუ პატიმრების საკითხი მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ამ მოლაპარაკებების იმ მთავარი წესების დარღვევა, რაც წინასწარ გაგვაცნეს ჩვენ და რაზეც ვიყავით შეთანხმებული. იმედს ვიტოვებ, რომ ეს არ არის სიგნალი დესტრუქციული გაგრძელებისკენ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კიდევ ერთხელ ეცადოს ამ მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაში თავისი წვლილი შეიტანოს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა