logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილის და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა
ირაკლი ღარიბაშვილის და პიტერ სიიარტოს შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და უნგრეთს შორის, განათლების სფეროში, მემორანდუმები გაფორმდა
17:21 12.03.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს პიტერ სიიარტოს შეხვდა.

საუბარი შეეხო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით უნგრეთის მტკიცე მხარდაჭერას. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს შესაბამის ნაბიჯებს, რათა ქვეყანამ 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობაზე და ახალ გეოპოლიტიკურ სურათზე. პიტერ სიიარტომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერობების კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით, ასევე სატრანსპორტო კავშირებისა და ტურიზმის სფეროში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა მიესალმება ავიაკომპანია „ვიზეარის" მზადყოფნას, აღადგინოს საერთაშორისო რეისები საქართველოდან, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას.

პიტერ სიიარტომ პრემიერ-მინისტრი, მისთვის ხელსაყრელ დროს, უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.

საუბრისას განიხილეს კოვიდ 19-ის პანდემიის გამო მსოფლიოში შექმნილი გამოწვევები და ვაქცინაციისთვის მზადების პროცესი. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მთავრობა მჭიდროდ თანამშრომლობს და აქტიურ მოლაპარაკებებს განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორებსა და უშუალოდ ვაქცინის მწარმოებლებთან, რათა ქვეყანამ ვაქცინის საჭირო დოზები მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოს.

შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ დასახელდა განათლება.

მთავრობის მეთაურმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და უნგრეთს შორის მემორანდუმების გაფორმება, რომელიც ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეთანხმებები, რომლებსაც შეხვედრის შემდეგ ხელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მიხეილ ჩხენკელმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა პიტერ სიიარტომ მოაწერეს, ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, როგორც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიმართულებით, ისე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში.
საქართველოს მხრიდან პროგრამებისა და პროექტების მართვას - განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC), ხოლო უნგრეთის მხარიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდი განახორციელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა