logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პრემიერმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის ხელისუფლების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
პრემიერმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის ხელისუფლების მზაობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
13:40 12.03.2021
ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტ შარლ მიშელის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, მისი პირადი წარმომადგენლის უშუალო ჩართულობას ევროკავშირის მიერ ინიცირებულ პოლიტიკურ დიალოგში და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენი ხელისუფლების მზაობას შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის მხარდაჭერილ ყველა ფორმატში, რომელიც პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას და დეესკალაციას შეუწყობს ხელს.

პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა ასევე განიხილეს ის საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით, ვინაიდან მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი დეპოლარიზაცია და კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღება.

საუბარი შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, რომლის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის შეხვედრები, როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ისე - ნატოში; საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფორმატში კი განიხილავენ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს მიღწეულ პროგრესს და წარმატებას.

პრემიერმა შეხვედრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ყველა შესაბამის ნაბიჯს, რომ 2024 წელს ქვეყანამ გააკეთოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

"მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო გულწრფელი მადლიერებით პრეზიდენტ შარლ მიშალის ჩართულობა ამ პროცესში. კარგად მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ შარლ მიშელის ჩართულობა არ არის ხშირი შემთხვევა სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მის და ევროკავშირის ინტერესს. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის და, რა თქმა უნდა, არის ნდობის გამოხატულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე, ეს გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას და ჩვენ ასეთივე პათოსით, ასეთივე სულისკვეთებით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. მინდა, კიდევ ერთხელ სრული მზაობა გამოვხატო და დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრების დროს, არაერთ ფორმატში. მინდა, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ დავადასტურო აღნიშნული მზაობა. ბატონი დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი. მინდა, მას კიდევ ერთხელ მივესალმო თბილისში. იგი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს. ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ეს პროცესი დასრულდება ძალიან მოკლე დროში. მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის იმედი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა