შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
მხარეებმა ნადირობის ინდუსტრიის, აკვაკულტურის განვითარების, ასევე, აგრარულ დარგში
საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ლევან დავითაშვილმა ელჩს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობის საკითხს გაუსვა.
ვიქტორია ჰორვატის განცხადებით, საქართველო უნგრეთის რესპუბლიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.