მინდა, მოსახლეობისთვის კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ჩვენ 15-17 მარტს მივემგზავრებით
ვიზიტით ბრიუსელში. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მაღალი დონის შეხვედრები როგორც ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ასევე - ნატო-ში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა.
„16 მარტს, მოგეხსენებათ, გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-6 სხდომა, რომელზეც ჩვენ წარმოვაჩენთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან პროგრესს და წინსვლას არაერთი მიმართულებით რეფორმების განხორციელების საქმეში,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.