logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
მარკ კლეიტონი: პრემიერს ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა შევუქე და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს
მარკ კლეიტონი: პრემიერს ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა შევუქე და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს
23:19 10.03.2021
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს საქართველოში მარკ კლეიტონს შეხვდა.

დიპლომატმა ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მასთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში. პრემიერ-მინისტრმა და ელჩმა განიხილეს ორი ქვეყნის წარმატებული პარტნიორობის მნიშვნელობა სავაჭრო-ეკონომიკური და განათლების მიმართულებებით.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მხარეებმა მიმართონ ძალისხმევა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა და პოზიტიურად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ჩართულობა დიალოგის პროცესში.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს. დიპლომატმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი გაერთიანებული სამეფოს ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვისაუბრეთ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის სიღრმესა და სიძლიერეზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროიდან, იცის ჩვენი ურთიერთობის სიძლიერე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, თუმცა მის ახალ ამპლუაში დღევანდელი შეხვედრით მოგვეცა საუბრის საშუალება ჩვენი ურთიერთობების სიღრმეზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ვაჭრობა, განათლება, ინგლისური ენის სწავლება, სხვა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამჟამინდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და განვიხილეთ ყველა მხარის მზაობის მნიშვნელობა. პრემიერ-მინისტრს შევუქე ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგში ჩართვა და გამოვთქვი იმედი, რომ ეს დიალოგი ნაყოფიერ შედეგებს მოიტანს. მოკლედ შევეხეთ ევროკავშირის მოდერატორის ჩამოსვლას. მოუთმენლად ველით წინსვლის შემდგომ გაგრძელებას საარჩევნო და სასამართლო სისტემების რეფორმირების სფეროში, რაც აბსოლუტურად მნიშვნელოვანია გადაწყვეტის პოვნისთვის", - განაცხადა მარკ კლეიტონმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა