ორთაჭალიდან აქციის მონაწილე სტუდენტების ნაწილს, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასთან“ მომღერალი
ბერა ივანიშვილი შეუერთდა.
ბერა ივანიშვილი სტუდენტებს საპროტესტო მსვლელობით ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციისკენ მიყვება.
სტუდენტები პროტესტს ამჯერად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დააფიქსირებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადაგომას მოითხოვენ.
„პენიტენციალურ სისტემაში არსებული მდგომარეობის გამო ყველა უპირობოდ უნდა დაისაჯოს“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აქცია - „არ აწამოს“ ფარგლებში, სტუდენტებმა დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ფეხით მსვლელობა ორთაჭალის მიმართულებით მოაწყვეს.

















