logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
ცესკო "მთავარ არხს" სიცრუეში ადანაშაულებს
ცესკო "მთავარ არხს" სიცრუეში ადანაშაულებს
20:37 06.03.2021
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეორგანიზაცია განახორციელა.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საარჩევნო ადმინისტრაციამ იმგავარად გადაანაწილა ფუნქციები, რომ კიდევ უფრო ეფექტური გახდეს თითოეული სტრუქტურული ერთეულის პროფესიული საქმიანობა. რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდა ცესკოს აპარატის ფუნქციების განახლება და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის იმგვარად დახარისხება, რითაც ზოგადად ხელი ეწყობა საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებას.

ამ პროცესის თაობაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 მარტს გაიმართა სხდომა და კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისი განკარგულებით კომისიამ ერთობლივად მიიღო გადაწყვეტილება ახალი საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება კი სხდომის დასრულებისთანავე გასაჯაროვდა ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დასხდომაზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი ძალაში შევა 2021 წლის 15 მარტიდან.

ცესკოში განხორციელებული რეორგანიზაცია არ გულისხმობს შტატების შემცირებას; შტატების რიცხოვნობა რჩება იგივე და თითოეული თანამშრომელი აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და გააგრძელებს საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულებას სტრუქტურული ერთეულების განახლებული ფუქნციების შესაბამისად.

თუმცაღა, დღეს 6 მარტს ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია თითქოს შტატები მოულოდნელად გაიზარდა, პროცესი წარიმართა ერთი დღის ვადაში და დაირღვა კანონმდებლობა, ვინაიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ რეორგანიზაციის თაობაზე არ მიაწოდა ინფორმაცია საჯარო სამსახურის ბიუროს, - რაც, რა თქმა უნდა, არ შეესაბამება სიმართლეს. არხის ჟურნალისტმა ფუნქციების განახლებული გადანაწილება დაუკავშირა 2021 წელს დაგეგმილი არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას. აღნიშნული კი წარმოადგენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციის კიდევ ერთ მცდელობას, ვინაიდან სტრუქტურული ფუნქციების განახლებული გადანაწილება სიუჟეტის მიხედვით მიზანმიმართულად არის დაკავშირებული არჩევნების გაყალბებისთვის მზადებასთან.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული თანამშრომელი კი აგრძელებს საქმიანობას საარჩევნო ადმინისტრაციაში და კანონმდებლობის სრული დაცვით მათი მოვალეობების შესრულებას განახლებული ფუნქციების შესაბამისად გააგრძელებენ მიმდინარე წლის 15 მარტიდანაც, როცა ძალაში შევა შესაბამისი განკარგულება განახლებული საშტატო ნუსხის, შრომის ანაზღაურების ოდენობის და ხარჯთაღრიცხვის განსაზღვრის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი და ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას კომისიაში მიმდინარე პროფესიული საქმიანობების შესახებ" - ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა