logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა
შალვა პაპუაშვილი ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშზე: აღნიშნულია, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა
16:15 06.03.2021
საქართველოს პარლამენტის ფრაქციის „ქართული ოცნება" წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დღეს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიში შეაფასა.

პაპუაშვილის თქმით, ანგარიშში, კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით ჩატარდა.

„ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ უკვე ოთხი თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. „გაყალბებული არჩევნების" კამპანიის უსაფუძვლობა", - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა მნიშვნელოვნად რეფორმირებული კანონმდებლობის პირობებში, რომელმაც შექმნა კარგი საფუძველი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის. ამავე დროს, ანგარიშში წარმოდგენილია საარჩევნო კანონმდებლობის შემდგომი დახვეწის რეკომენდაციები.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, რამდენიმე დღის წინ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან ერთად პარლამენტში დაინიცირდა საარჩევნო რეფორმის პაკეტი, რომელიც უცხოელი პარტნიორებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავდა.

„რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, წინსწრებით, უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში", - განაცხადა საკანონმდებლო ორგანის წარმომადგენელმა. მისი განმარტებით პროექტში უკვე გათვალისწინებულია:

• ცესკოს/საოლქო კომისიების პარტიული ნაწილის დაბალანსებულად დაკომპლექტება (1 პარტია 1 წევრი)
• საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ვადის გახანგრძლივება
• ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დამატებითი შეზღუდვები
• საარჩევნო უბნიდან 100 მეტრიანი პერიმეტრის დაწესება, სადაც აკრძალული იქნება შეკრება და ამომრჩევლების აღრიცხვა.
• უბნების გადათვლისთვის მკაფიო კრიტერიუმების შემოღება
• საჩივრების წარდგენის ვადების გაზრდა
• ელექტრონული ფორმით საჩივრების შეტანის შესაძლებლობა
• საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედების, და ასევე, უმოქმედობის (მაგ. სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უარის) სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.

„დამატებით, ის საკითხები, რომლებიც არ არის ეუთო/ოდირის დასკვნაში ჩვენ ვზრდით საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული წევრების წილს, ვაწესებთ შემთხვევითი შერჩევით უბნების 10%-ის ავტომატურად გადათვლის ვალდებულებას, იმის მიუხედავად არსებობს, თუ არა ამ უბნებზე საჩივარი ასევე, ვნერგავთ ელექტრონულ ტექნოლოგიებს ამასთან, როგორც იცით, სამუშაო ჯგუფი კვლავ აგრძელებს მუშაობას. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორთვიანი პერიოდი იმისთვის, რომ პარლამენტმა, საბოლოოდ, მესამე მოსმენით მიიღოს კანონპროექტი და ასევე, ამ კანონპროექტს გავუგზავნით ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ თავად კანონპროექტზე მივიღოთ მათი დასკვნები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა