საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად აქვს არასასიამოვნო ინფორმაცია ქვეყნის წინააღმდეგ
სხვადასხვა გეგმების შესახებ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა.„ყველას მოვუწოდებ, რომ არ გამოიყენონ ადამიანების ბედი სხვადასხვა პოლიტიკური თამაშებისთვის. სამწუხაროდ, რაც ხდება ასევე არის სხვა გეგმების ნაწილი. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გვაქვს ძალიან ბევრი, არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაცია. კარგია, რომ ინფორმაცია გვაქვს და გავაცნობთ საზოგადოებას და კარგია, რომ აღვკვეთავთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ვეღარავინ უნდა მოახერხოს საქართველოს სახელმწიფოს შერყევა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს აქვს ძალიან ბევრი შიდა და გარე გამოწვევები.

















